უკრაინის დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთით, რუსეთის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაღუპა და დაიჭრა 20-ზე მეტი. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის კიდევ ერთ თავდასხმას, უკრაინის ქალაქ ხერსონში.
იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან გაანადგურა 5-მდე უკრაინული გამანადგურებელი, ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად, ცენტრალურ უკრაინის საჰაერო ბაზაზე. უკრაინის სამხედრო ყოფილმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა თავდასხმა მირგოროდის საჰაერო ბაზაზე, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის განცხადებები გადაჭარბებულია.
Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, დონეცკის უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ 1 ივლისს, სამ ცალკეულ სოფელში ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 27 ადამიანი დაიჭრა თავდასხმის შედეგად, თქვა მან.
იმავდროულად, ხერსონში, სამხრეთ ქალაქში, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს 2022 წლის ბოლოს, რუსული დაბომბვის შედეგად დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი, თქვა ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
2 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე, რუსეთის საზღვრიდან 150 კილომეტრის დაშორებით, მირგოროდის საჰაერო ბაზაზე „ისკანდერ-მ“ რაკეტები გაუშვა.
„რუსული სამხედრო დარტყმის შედეგად განადგურდა ხუთი ოპერატიული SU-27 მრავალფუნქციური გამანადგურებელი, ხოლო ორი, რომელიც სარემონტო იყო დაზიანდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, Telegram-ზე.
სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეო დარტყმისა და მისი შედეგების შესახებ. ვიდეოში ჩანს, რომ ნაცრისფერი კვამლი ამოდის აეროდრომის თავზე, სადაც რამდენიმე გაჩერებული თვითმფრინავი ჩანს.
განცხადება იმის შესახებ, რომ თვითმფრინავები დაზიანდა, მაშინვე ვერ გადამოწმდა, თუმცა როგორც რუსი, ასევე უკრაინელი სამხედრო ბლოგერები დარტყმის შესახებ ვრცლად წერდნენ.
უკრაინის სამხედრო ოფიციალურ პირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ. იური იგნატმა, რომელიც მარტამდე იყო საჰაერო ძალების სპიკერი, დაადასტურა, რომ საჰაერო ბაზა დაზიანდა.
"იყო თავდასხმა. არის გარკვეული დანაკარგები, მაგრამ არა ის, რასაც მტერი ირწმუნება", - წერს იგნატი ფეისბუქის პოსტში.