რუსეთის მედია მარეგულირებელმა “როსკომნადზორმა” “რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას” შეატყობინა, რომ რუსეთის საკამათო “უცხოეთის აგენტის” კანონის შესაბამისად მასალების არ მონიშვნის გამო, 130 ახალი ოქმის წყებიდან პირველი, სასამართლოში შეიტანა.
“როსკომნადზორის” თნახმად, ახალი წყების პირველი 10 ოქმი მოსკოვის ტვერის რაიონულ სასამართლოში გაიგზავნა. ივნისში მედია ზედამხედველმა “რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ამზადებდა 130 ოქმს, რომელიც მათი გათვლით, ჯარიმების თანხას დაახლოებით 71.5 მილიონი რუბლით, ანუ 964 ათასი დოლარით განსაზღვრავს.
ახალი საქმეები დაემატა უკვე არსებულ 650 ოქმს, რომელიც “როსკომნადზორმა” “რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის და მისი რამდენიმე რუსულენოვანი პლატფორმის წინააღმდეგ, სასამართლოში ამ წლის პირველ შვიდ თვეში შეიტანა.
წლის დასაწყისში, რუსულმა სასამართლოებმა ამ მედიის წინააღმდეგ დიდი ჯარიმების დაწესება დაიწყეს. დღემდე დაწესებული ჯარიმების თანხა თითქმის 250 მილიონ რუბლს (3.4 მილიონ დოლარს) შეადგენს. “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” ოქმებს ასაჩივრებდა, მაგრამ რუსულმა სასამართლოებმა ასობით ოქმის აპელაცია უარყვეს.
Facebook Forum