ორგანიზაცია „რეპოირტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს რუსეთის ქმედებებს, რადიო თავისუფალი ევროპისა და რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურებზე დაკისრებული გადაჭარბებული ჯარიმების გამო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთის „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანონი „აბსურდია“ და შექმნილი იმისთვის, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედია „გააჩუმოს“.
რუსეთის მედიის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, „როსკომნადზორმა, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ახალი ამბების სამსახურების წინააღმდეგ, 260 საქმე წამოიწყო. მოსკოვის სასამართლომ, რადიოს 142 საქმეზე ჯარიმა უკვე დააკისრა - ჯამში $1 000 000.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, „რადიო სვობოდა“ (რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური) რუსეთში მაუწყებლობდა. ახლა, აბსურდული კანონის საფუძველზე მას დახურვა ემუქრება“ - აცხადებს ჯინ ქავალიერი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ორგანიზაციიდან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.
„ეს უზომოდ დიდი ჯარიმები, რუსეთის მედიალანდშაფტის „გაწმენდის“ ხანგრძლივი პროცესის ნაწილია იმისთვის, რომ დასრულდეს „პერესტროიკის“ პლურალიზმი. ჩვენ ვგმობთ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიების გმობას, მოვითხოვთ შეწყდეს სასამართლო პროცესი, „რადიო თავისუფლების“ წინააღმდეგ“ - აცხადება ქავალიერი.
იქამდე, 12 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. სენატორების ოპრარტიული ჯგუფი მოუწოდებს ვლადიმირ პუტინს, შეაჩეროს რუსეთის „თავისუფალ მედიაზე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი შეტევა.“
Facebook Forum