რუსული ჯარი უკრაინულ ქალაქებზე იერიშის მიტანას აგრძელებს. დღეს დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა აიღეს ქალაქი, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის მუშები ცხოვრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ კიევი ავრცელებს.
საუბარია ქალაქ სლავუტიჩზე, რომელიც პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობა კი რუსმა სამხედროებმა დაშალეს. არსებული ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმაც. ქუჩაში გამოსული უკრაინელები ყვიროდნენ „დიდება უკრაინას“. რუსეთი უკვე რამდენიმე კირაა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებს.
შეტაკებები გრელდება მარიუპოლისთვის. საპორტო ქალაქი უკვე რამდენიმე კვირაა რუსული ჯარის ალყაშია მოქცეული. კიევის ცნობით ბრძოლები ქალაქის ცენტრში, მიმდინარეობს.
მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ქალაქში არსებული ვითარება კრიტიკულია. მარიუპოლის საბჭოს ცნობით ქალაქის 80-90 პროცენტი სრულად არის განადგურებული.
თვეზე მეტია, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა განაახლა და რუსმა სამხედროებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს უკრაინის რომელიმე დიდი ქალაქის აღება. მოსკოვში, ამბობენ, რომ რუსული სამხედრო ძალა ფოკუსირებას უკრაინის აღმოსავლეთით მოახდენს.
მიუხედავად ამისა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა სხვადასხვა ქალაქებში, რაც ანალიტიკოსებში აჩენს განცდას, რომ ომის სწრაფად დასრულება არ მოხდება.
უკრაინა კი ამ დროისთვის 3.7 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი დიდი ნაწილი პოლონეთში იმყოფება. ამ წუთებში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ვარშავაში, უკრაინელ დევნილებს ხვდება, მანამდე ის პოლონელ კოლეგას შეხვდა.
Facebook Forum