შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსი ბიზნესმენის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება მოხდა. ბიზნესმენს ბრალად კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებით ფასიანი ქაღალდებით უკანონო ვაჭრობა ედება.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის პრეს-გამოშვების თანახმად, ვლადიმირ კლიუშინს, რომელიც ფლობს მედია და კიბერუსაფრთხოების, კრემლთან კავშირის მქონე ბიზნესს, სახელად „მ13“, ბრალად ედება „სულ მცირე 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე, ამერიკული ქსელებიდან მოპარული არასაჯარო ინფორმაციის გამოყენებით,ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გლობალურ მაქინაციაში ჩართულობა“.
კომპანიის ვებ-გვერდის თანახმად, მის პროდუქტებს იყენებდნენ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რუსეთის ფედერაციის მთავრობა, ფედერალური სამინისტროები და დეპარტამენტები, რეგიონული სახელმწიფო ორგანოები, კომერციული კომპანიები და საჯარო ორგანიზაციები.“
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ერთ-ერთი კომპანია, რომლის ფასიანი ქაღალდებით სავაჭროდ კლიუშინმა კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენა, იყო „ტესლა“.
რუსეთმა განაცხადა, რომ ექსტრადიცია იმის კიდევ ერთი მაგალითია, თუ ვაშინგტონი რუსებს გლობალურ არენაზე როგორ ავიწროებს.
სავარაუდო დანაშაულში ბრალი კიდევ რუსეთის კიდევ ოთხ მოქალაქეს წარედგინა.
Facebook Forum