რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხედულება - ყოველ შემთხვევაში საჯარო განცხადებებში - ეკონომისტებთან შედარებით მნიშვნელოვნად ოპტიმისტურია. რამდენიმე დღის წინ გერმანული „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მან დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „სულელური და [დასავლეთისთვის] ზიანის მომტანი“ უწოდა და დასძინა, რომ სანქციები სხვა არაფერია, თუ არა „აბსურდის თეატრი.“
პუტინი ამ განცხადებით ცდილობს მსოფლიოს და რუს ხალხს დაანახოს, რომ ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება და რომ მის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას რიგითი რუსების ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. თუმცა, 11 იანვარს პრემიერ მინისტრ დმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებაში სხვა ტონი იგრძნობოდა.
მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გარეშე მისი დაბალანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ბარელი ნავთობის ფასი 82 დოლარამდე გაიზრდება.ანტონ სილუანოვი
მედვედევმა განაცხადა, რომ 2015 წელი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სანქციებს და რეკორდულად დაბალ ფასებს ნავთობზე რუსეთის ეკონოიკისთვის დიდი ზიანი მოაქვს, მან თქვა, რომ 2016 წლისთვის ეკონომიკური პროგნოზი ოპტიმისტურია.
მაკროეკონომიკური მონაცემები განსხვავებულ მდგომარეობას აღწერს. რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს თითქმის 4 პროცენტით შეიკვეცა, ბარელ ნავთობზე ფასი $70-დან $30 დოლარზე დავარდა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსეთის ბანკების სერთაშორისო სასკრედიტო სისტემიდან იზოლირება მოხდა.
ამასთან, რუსული რუბლი მნიშნვნელოვნად გაუფასურდა და მისი ღირებულება ერთ დოლარზე 30 რუბილიდან 75 რუბლამდე დაეცა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა 5 პროცენტით შეიკვეცება. ბანკი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემისთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ქვეყნის შიგნით კი მდგომარეობა ასეთია - 2015 წელს ინფლაცია სტაბილურად 15.5 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა; სურსათზე ფასები 20-დან 30 პროცენტამდე გაიზარდა; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები რუსების რაოდენობამ 2 მილიონით მოიმატა და 20 მილიონი ადამიანი შეადგინა.
მედვედევის თქმით, „ბევრი ადამიანი გაღარიბდა“ და „საშუალო კლასი დაზარალდა. ეს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შედეგია.“ ეს განცხადება პუტინის შეფასებისგან განსხვავდება. „ბილდთან“ პუტინმა იმავე დღეს ისაუბრა, როცა მედვედევმა რუსეთის ეკონომიკაზე მოსკოვში გააკეთა განცხადება. პრეზიდენტის თქმით, „რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ჩვენ მაღალი დამატებითი ღირებულებით მნიშვნელოვნად მეტ ექსპორტს ვაწარმოებთ.“ ეკონომიკის სიჯანსაღის დასადასტურებლად მან დასძინა, რომ რუსეთს „300 მილიარდი დოლარის ოდენობის სარეზერვო ოქრო აქვს.“
იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ეკონომოკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო, მთავრობას აუცილებლად მოუწევს საპენსიო ასაკისა და გადასახადების გაზრდა, რასაც რუსეთის მოსახლეობა დადებითად არ შეხვდება.
რუსეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს დიდი გამოწვევების წინაშე იდგა, მაგრამ მიმდინარე წელს ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელიან. ამაში, ინფლაციის მაჩვენებლის 15-დან, დაახლოებით, 4 პროცენტამდე შემცირებაც შედის.
რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შესული თანხებით ივსება. ენერგორესურსებზე ფასის რადიკალური ვარდნის გამო მოსკოვს ფედერალური ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტით შემცირება მოუწევს. 2015 წელს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს აღემატებოდა და მან 2.199 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
რუსეთის 2016 წლის ბიუჯეტი ოქტომბერში შედგა და ის ბარელი ნავთობის ფასს 50 დოლარის ფარგლებში ითვალისწინებდა. მას შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარამდე შემცირდა. საუდის არაბეთის მიერ ნავთობის წარმოების გაზრდისა და ბაზარზე ჭარბი ნედლეულის შეტანის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი ბარელის ფასი შეიძლება 20 დოლარზე დაბლაც კი დაეცეს. ამასთან, ირანის წინაამდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანი მსოფლიო ბაზარზე ნავთობით ვაჭრობას განაახლებს, რაც სავარაუდოდ, ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
საბიუჯეტო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბიუჯეტის დაბალანსება. რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის თქმით, მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გარეშე მისი დაბალანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ბარელი ნავთობის ფასი 82 დოლარამდე გაიზრდება. ამის ალბათობა კი მიმდინარე წელს საკმაოდ დაბალია.
რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის ეკონომოკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო, მთავრობას აუცილებლად მოუწევს საპენსიო ასაკისა და გადასახადების გაზრდა, რასაც რუსეთის მოსახლეობა დადებითად არ შეხვდება. სიღატაკის პრობლემებისა და სხვა სოციალური გამოწვევების დასაძლევად რუსეთს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 4 პროცენტიანი ზრდა სჭირდება მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში.