ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესაძლოა ამ წლის ბოლოს გაწევრიანდეს.
რუსეთის ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის განცხადებით შეერთებული შტატების ძალისხმევის შედეგად ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება რეალური გახდა.
ბატონი შუვალოვი ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.
რუსეთი უკვე 18 წელია ცდილობს გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ბატონი ბაიდენის ოფისმა ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერა გამოხატა.