ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეული უკრაინას "რამდენი ხანიც საჭიროა" იმდენ ხანს დაეხმარება


ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომლებსაც ვაშინგტონი და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ უკრაინაში მისი ომის საპასუხოდ. სანქციები მოიცავს ზომებს, რომლებიც მოსკოვს წვდომას შეუზღუდავს ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სექტორებეზე.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის გადაწყვეტილების ფარგლებში, შეერთებული შტატები გამოყოფს 7,5 მილიარდ დოლარს, რათა უკრაინის საბიუჯეტო დროებითი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ვაშინგტონის თქმით, დიდი შვიდეული „უპრეცედენტო, გრძელვადიან ვალდებულებას იღებს, რომ უკრაინას დაეხმაროს ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური კუთხით რამდენი ხანიც იქნება საჭირო“.

განცხადება დიდი შვიდეულის ლიდერების გერმანიაში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ლიდერები, ვიდეო-ზარით ესაუბრნენ, უკრაინის პრეზიდენტს.

აშშ-ს დამატებითი სანქციები მოიცავს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის საწარმოებისა და თავდაცვის კვლევითი ორგანიზაციების ბლოკირებას და ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს შეავსოს ომში დაკარგული აღჭურვილობა. შეერთებულ შტატებში ასევე კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს.

ორშაბათს რუსულმა ძალებმა ლუჰანსკის რეგიონის ქალაქი ლისიჩანსკი დაბომბეს. ლისიჩანსკი მეზობელ სევეროდონეცკზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ლუჰანსკის რეგიონში ბოლო უკრაინული საყრდენია.

ლუგანსკის გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ თქვა, რომ ლისიჩანსკის დაბომბვას "კატასტროფული" შედეგები მოჰყვა. ჰაიდაიმ მოუწოდა იქ დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას დატოვონ ქალაქი, სადაც რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრამდე 100 000 ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთი ახლა პრაქტიკულად მთელ ლუგანსკის ოლქს აკონტროლებს. კვირას რუსულმა ძალებმა ახალი სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ორ უდიდეს ქალაქზე, კიევსა და ხარკივზე.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქში სულ მცირე ორი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

რუსეთმა გაააქტიურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება უკრაინის ჩრდილოეთში. საჰაერო განგაშის ხმა უქმეებზე უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ისმოდა.

"ეს მათი მხრიდან დამატებითი ბარბაროსობაა", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევზე რუსეთის დარტყმის შესახებ.

ორშაბათს რუსეთმა უარყო, რომ მან საერთაშორისო ვალზე დეფოლტი განიცადა. მოსკოვს ორ სესხზე 100 მილიონი აშშ დოლარის საპროცენტო გადასახადები თავდაპირველად 27 მაისისთვის უნდა გადაეხადა. მათ 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი ჰქონდათ, რომელსაც ვადა 27 ივნისს გაუვიდა.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა მაისში გადაიხადა ვალზე პროცენტი, მაგრამ ისინი დასავლურმა სანქციებმა დაბლოკა. ეს „ჩვენი პრობლემა არ არის“, - თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG