თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთმა მისი საჰაერო სივრცე მეორედ დაარღვია. თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევის განმეორებისას შესაძლოა რუსული თვითმფრინავი თურქეთის ძალებმა ჩამოაგდონ.
თურქეთში რუსეთის ელჩმა ორი დღის განმავლობაში უკვე ზედიზედ მეორე გაფრთხილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას აპროტესტებს. პირველი ასეთი შემთხვევა კვირას მოხდა, როცა თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ტერიტორიიდან ესკორტით გააცილა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთი გააფრთხილა, რომ თურქ სამხედროებს ნებართვა აქვთ მიღებული და ისინი ნებისმიერ მფრინავს ჩამოაგდებენ, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. მოსკოვი მიზეზად სანავიგაციო სისტემის შეცდომას ასახელებს, თუმცა ნატო მიიჩნევს, რომ ეს წინასწარ განზრახული ქმედებაა და არა შეცდომა.