ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის მოწოდება რუსეთისადმი


საერთაშორისო კოალიცია მოსკოვს სირიული ოპოზიციის პოზიციების დაბომბვის შეწყვეტისკენ და ყურადღების დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე გადატანისკენ მოუწოდებს.

რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშებს დღესაც აგრძელებს. საერთაშორისო კოალიცია მოსკოვს სირიული ოპოზიციის პოზიციების დაბომბვის შეწყვეტისკენ და ყურადღების დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე გადატანისკენ მოუწოდებს. “ამგვარი სამხედრო ქმედება კიდევ უფრო მეტ ესკალაციას მოიტანს და ექსტრემიზმის და რადიკალიზაციისათვის ნიადაგს კიდევ უფრო გაამყარებს” - ნათქვამია კოალიციის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც თურქეთის საგარეო სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საერთაშორისო კოალიციაში შედის: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, ყატარი და საუდის არაბეთი. ისინი თითქმის წელიწადია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ჰაერიდან ბომბავენ.

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდა. უმაღლესი დონის მოლაპარაკებაზე სახელმწიფო მეთაურებმა სირიაში მიმდინარე კონფლიქტზე იმსჯელეს. რუსეთმა საჰაერო იერიშების კამპანია ოთხშაბათს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაიწყო, მაგრამ შეერთებული შტატები კრემლს ბრალს სდებს იმაში, რომ მოსკოვი სამხედრო ძალებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის პოზიციების გამტკიცებისთვის იყენებს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG