ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სერგეი ლავროვმა უცხოეთიდან უკრაინაში დახმარების სახით შესული შეიარაღება "ლეგიტიმურ სამიზნედ" გამოაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება ხუთშაბათს, კრემლის მიერ კონტროლირებულ რუსულ ტელეკომპანია RT-სთვის მიცემულ ინგლისურენოვან ინტერვიუში გააკეთა.

ლავროვის თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის სხვა ქვეყნების მიერ S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს "რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინის მიწიდან მომავალ საფრთხეს წარმოადგენს".

ლავროვის განცხადებით, რუსეთის სამიზნე შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შედის და რომელიც "ჩვენი აზრით, შეიარაღებას წარმოადგენს".

XS
SM
MD
LG