უკრაიენლი ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის წლისთავზე, რუსეთმა ქალაქზე კვლავ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
რეგიონის გუბერნატორი, დმიტრო ლუნინი აცხადებს, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე აგარაკების უბანი იყო. თუმცა, მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერლი არ მოჰყოლია.
2022 წლის 27 ივნისს, იმავე ქალაქის სავაჭრო ცენტრზე რუსულ სარაკეტო თავდახმას, 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„მტერი თავს დაესხა პოლტოვას რეგიონს, ზუსტად ისე, როგორც ერთი წლის წინ, ამ დღეს, - X-22 რაკეტებით“ - წერს რეგიონის გუბერნატორი, დმიტრო ლუტინი „ტელეგრამზე“.
მომხდარ სარაკეტო თავდაახმაზე, მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია. 2022 წლის თებევრლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რუსეთი უკრაინის წინაააღმდეგ სარაკეტო თავდაახმებს რეგულარულად აწარმოებს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა სამშაბათს განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა, რუსული საჰაერო თავდასხმის შემდეგაც ისმოდა.
კრემენჩუკში, უკრაინული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა განთავსებული, რომელსაც, ომის განმავლობაში, რუსეთმა რამდენჯერმა დაარტყა. თუმცა, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქარხანა აღარ ფუნქციონირებს.
პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, სამშაბათს მომხდარი თავდასხმა, პრიგოჟინის მიერ წამოწყებული და უკვე შეწყვეტილი ამბოხიდან, რუსული საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა ასევე დაგმო ბოლო სარაკეტო თავდასხმა. მისი თქმით, ეს იყო "ჩვეულებრივი გიჟი არაადამიანების და დამნაშავეების მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს ყველაფერზე".