სამხედრო ოფიციალური პირები აღმოსავლეთ უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა გააფართოვეს თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას წინააღმდეგ, რათა „ნებისმიერი ფასად“ მისი დაიპყრობა შეძლონ.
ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი ბარაბაშის თქმით, უკრაინული ძალები კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლებში იყვნენ ჩართული. ისინი ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის წინსვლა ინდუსტრიულ ქალაქზე.
„მტრის თავდასხმების ამჟამინდელი მესამე ტალღა განსხვავდება წინა ორისგან იმით, რომ მათ პირობითად გახსნეს ორი ახალი მიმართულება“, - განუცხადა ბარაბაშმა უკრაინის სახელმწიფო მედიას 4 დეკემბერს. „ახალი მიმართულებების გახსნა ადასტურებს, რომ მტერს მიეცა ბრძანება ქალაქი ნებისმიერ ფასად დაიპრყოს“, - თქვა მან.
უკრაინელმა მეთაურებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადეს ფრონტის ხაზზე თავდასხმის დროს, ხოლო ბრიტანულმა დაზვერვამ თქვა, რომ ავდიივკას ბრძოლამ რუსეთის ჯარებს შორის ყველაზე მაღალი მსხვერპლის მაჩვენებელი გამოიწვია, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ.
ბარაბაშმა თქვა, რომ დაახლოებით 1,300 მშვიდობიანი მოქალაქე ავდიივკაში რჩება, სადაც ომამდე დაახლოებით 30,000 ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის სამხედროებმა ასევე თქვეს, რომ ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გაშვებული ათობით დრონი ბოლო 24 საათის განმავლობაში და რომ ღამით უკრაინული ძალების მიერ განხორციელებულმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა ნავთობის მთავარი საცავი რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე აღმოსავლეთ ლუჰანსკშის რეგიონში.
რუსეთში, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა 4 დეკემბერს დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი გასულ კვირას უკრაინაში დაიღუპა.
იქამდე, რუსეთსა და უკრაინაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის 45 წლის მოადგილე 28 ნოემბერს უკრაინაში მოკლეს.