ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას მუქარით გამოეხმაურა


კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზე სერიოზული განხილვა გაიმართება, მანამდე კი ქვეყნის პრიორიტეტი რუსი სპორტსმენების ინტერესების დაცვაა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა. კომიტეტის ბრალდებით, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე რუსი ოლიმპიელები სახელმწიფოს ხელშეწყობით მასშტაბურ დოპინგ-კამპანიაში მონაწილეობდნენ.

კომიტეტის განცხადებით, რუს სპორტსმენებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, როგორც „ოლიმპიურმა ათლეტებმა რუსეთიდან“.

მონაწილეობის აკრძალვის გარდა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი 15 მილიონი ამერიკული დოლარით დაჯარიმდა. მის პრეზიდენტ ალექსანდრ ჟუკოვს კი საერთაშორისო კომიტეტის წევრობა ჩამოართვეს.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს უკვე ჩამოართვა სოჭში მოპოვებული 11 მედალი, 20-ზე მეტ რუს სპორტსმენს კი შეჯიბრებებში მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალა.

მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებას გამუდმებით უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG