საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დოპინგის უკანონო გამოყენებისათვის რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აუკრძალა. გადაწყვეტილება კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს შვეიცარიაში გამოაცხადა.
კომიტეტის ბრალდებით, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე რუსი ოლიმპიელები სახელმწიფოს ხელშეწყობით მასშტაბურ დოპინგ-კამპანიაში მონაწილეობდნენ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს უკვე ჩამოართვა სოჭში მოპოვებული 11 მედალი, 20-ზე მეტ რუს სპორტსმენს კი შეჯიბრებებში მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალა. მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებას გამუდმებით უარყოფს.
Facebook Forum