ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი  აცხადებს, რომ მოსკოვის დასავლეთით უკრაინული დრონი ჩამოაგდო, ორმა აეროპორტმა მუშაობა განაახლა


რუსეთის საჰაერო თავდაცვა აცხადებს, რომ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. უწყების მტკიცებით, დრონი მაშინ გაანადგურეს, როცა ის დაუზუსტებელი სამიზნის მიმართულებით, მოსკოვის თავზე დაფრინავდა. კრემლის განცხადებით, ეს კიევის მხრიდან მოსკოვზე მორიგი თავდასხმის მცდელობა იყო.

მოსკოვს ამ დრომდე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ დრონი ნამდვილად უკრაინას ეკუთვნოდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია „[ეს იყო] კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თაცდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვზე“. კრემლი განმარტავს, რომ ინციდენტს „ნგრევა“ არ მოჰყოლია და არც არავინ „დაშავებულა“.

სანამ უპილოტო საფრენ აპარატს მოსკოვში გაანადგურებდნენ, რუსეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ვნუკოვოსა და კალუგის ორმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. მოგვიანებით ორივე აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

მოსკოვზე დრონებით საჰაერო იერიშები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზარდა. პირველი შემთხვევა მაისში მოხდა, როცა უპილოტო საფრენმა აპარატმა კრემლის ტერიტორიაზე შეაღწია და ოქ ერთ-ერთი შენობის სახურავს შეეჯახა. მას შემდეგ მოსკოვის სხვადასხვა ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 13 უკრაინული დრონი გაანადგურეს, რომლითაც იგეგმებოდა თავდასხმები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე და ასევე ყირიმზე. ეს უკანასკნელი უკრაინის ნახევარკუნძულია, რომელიც 2014 წლის შემდეგ რუსეთს უკანონოდ აქვს ანექსირებული.

როგოც წესი, კიევი არ იღებს პასუხისმგებლობას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშებზე და მსგავს ბრალდებებს უკომენტაროდ ტოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG