ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ იაპონიასთან კურილიის კუნძულებზე ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობას გეგმავს


რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კურილიის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის გეგმები განიხილეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ივლისში თქვა, რომ მოსკოვი გეგმავს სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას საბაჟო ვალდებულებების გარეშე და ამასთან, კუნძულებისთვის შემცირებული საგადასახადო პოლიტიკის ამუშავებას. ამის შესახებ მან კუნჩულებზე ვიზიტისას განაცხადა, რაც თავის მხრივ ოფიციალური ტოკიოს პროტესტის მიზეზი გახდა.

რუსული მხარე ამ პროტესტს "მტრულად" აფასებდა და აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრს რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე შეუძლია გადაადგილება.

საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადავო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს, რომლებსაც რუსეთი კურილიის კუნძულებს უწოდებს, იაპონია ჩრდილოეთის ტერიტორიებად მოიხსენიებს, ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG