რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და იაპონიიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე მომავალ თვეს დიდი ოცეულის სამიტზე ერთმანეთს შეხვდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, პარასკევს განაცხადა, რომ ორი ლიდერი ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავს, როგორც ათწლეულების მანძილზე მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის გზას. საკითხი რუსეთის მიერ დაკავებულ კურილიის კუნძულებს შეეხება, რომელსაც იაპონია „ჩრდილოეთის ტერიტორიად“ მოიხსენიებს.
საბჭოთა კავშირმა კუნძულები მეორე მსოფლიო ომის დასასრულს დაიკავა. ტოკიოს ეს არაკანონიერად მიიჩნია. ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იაპონიასთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.
ორი ლიდერი ერთმანეთს ოსაკაში 29 ივნის შეხვდება.
Facebook Forum