ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი "ფეისბუქსა" და "ტვიტერს" დაბლოკვით ემუქრება


რუსეთის კომუნიკაცების მარეგულირებელმა, "როსკომნადზორმა" ადმინსიტრაციული საქმისწარმოება დაიწყო "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" წინააღმდეგ. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამერიკულ კომპანიებს მონაცემთა შენახვა-დამუშავებასთან დაკავშირებით რუსეთის კანონმდებლობის დარღვევას ედავებიან.

"როსკომნადზორის" ხელმძღვანელი ალექსანდერ ჟაროვი ამბობს, რომ "ამერიკულ სოციალური მედიის გიგანტებს ერთი თვე აქვთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცნენ."

"როსკომნადზორი" განმარტავს, რომ "ფეისბუქსა" და "ტვიტერს" არ აუხსნიათ, როგორ ან როდის აპირებენ რუსეთის კანონმდებლობის შესაბამის ნორმებში საკუთარი საქმიანობის მოქცევას. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყველა სერვერი, რომელზეც რუსეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემებია დაცული, რუსეთის ტერიტორიაზე ინახებოდეს.

რუსეთში გასული 5 წლის განმავლობაში ინტერნეტის თავისუფლების შემზღუდავი არაერთი კანონი შეიქმნა ან არსებული გამკაცრდა. მათ შორისაა კომპანიების დავალდებულება გაუზიარონ მონაცემებზე წვდომა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს.

გასული წლის აპრილში ათასობით მოქალაქე მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა ინტერნეტის თავისუფლების მოთხოვნით მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაზე - "ტელეგრამზე" წვდომა დაბლოკა. "ტელეგრამი" უარს ამბობდა მიეცა უსაფრთხოების სამსახურებისთვის მომხმარებლების დაშიფრული მიმოწერის გახსნის საშუალება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG