ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: რუსეთი დაბალი ხარისხის, მოძველებულ ტანკებს ეყრდნობა


სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში რუსეთმა ფრონტის ხაზზე 3000-ტანკი დაკარგა. მკვლევარების თქმით ეს უდრის, მოსკოვის აქტიური ინვენტარის რაოდენობას, ანუ იმ გამართული ტანკების რაოდენობას, რაც რუსეთს ომამდე ჰქონდა.

„ეს გასაოცარი მაჩვენებელია“,- ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრ ნილი და აქვე განმარტავს, რომ 3000 განადგურებულ ტანკს შორის შესაძლოა შედარებით ძველი, საბჭოთა ტანკებიც იყოს და არა მხოლოდ ახალი ტიპის რუსული ტანკები.

მკვლევარების თქმით, რუსეთს კვლავ აქვს ომის გასაგრძელებლად დაბალი ხარისხის, თუმცა საკმარისი ინვენტარი, რომლის ჩანაცვლებასაც კრემლი წლების განმავლობაში ცდილობდა.

„ზოგიერთი მათგანი შეიძლება ყოფილიყო ძველი ტანკი. ასე, რომ ერთ-ერთი დიდი კითხვაა, თუ რამდენი ტანკი დარჩა მას ძირითადი შეტევისთვის“,- ამბობს ნილი.

ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევებს, ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ეყრდნობა. ახალი კვლევა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბალანსის შესახებ მომზადდა ამბობს, რომ ყოველთვიურად რუსეთს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად საწყობებიდან ათობით ტანკი გამოჰყავს და ხანდახან ეს რიცხვი 90-ს აღწევს.

კვლევა ასევე ამბობს, რომ რუსეთს აქვს საშუალება მზარდი დანაკარგების ფონზე საჭირო სამხედრო ტექნიკა რეზერვებიდან სამი წლის განმავლობაში მოაბილიზოს და ეს ახალი წარმოების გარეშე.

კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთს სულ 1750 ძირითადი საბრძოლო ტანკი აქვს, დაწყებული ტ55-დან, ტ80-ისა და ტ-90-ის ჩათვით. სულ კი რუსეთში ტანკების 4000 საცავია რეგისტრირებული. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კვლევაში ნათქვამია, რომ 2024 წლისთვის, ომი სავარაუდოდ შეინარჩუნებს იმავე ტეპს, რაც ახლა და დარჩება ორ მხარეს შორის, ერთმანეთის გადაღლის ეტაპზე.

ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დაგვიანებით მიწოდებულმა სამხედრო დახმარებამ რუსეთს მისცა საშუალება შეევსო მარაგები.

კვლევაზე და მონაცემების სიზუსტესთან მიმართებაში კომენტარი არ გაკეთებულა კრემლში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებისა და მკვლევარების კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

კვლევა ამბობს, რომ გლობალურად თავდაცვის ხარჯები 2022 წელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს, ის კიდევ უფრო გაიზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG