ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვაქცინის მწარმოებელი ევროპულ ქვეყნებთან მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს


რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიაღწიეს „შეთანხმებას იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ კომპანიებთან პროდუქციის წარმოებაზე“ - საუბარია რუსულ ვაქცინაზე „Sputnik V”.

კირილ დმიტრევი, რომლის ორგანიზაციამ ვაქცინა დააფინანსა და პასუხისმგებელია მის გლობალურ გაყიდვაზე ამბობს, რომ ეს შეთანხმებები „Sputnik V”-ს ევროპულ ბაზარზე შესვლას შეუწყობს ხელს მას შემდეგ, რაც მედიკამენტების ევროპული სააგენტო „ავტორიზაციას მიანიჭებს.“

„EMA”-მ რუსული ვაქცინის მიმოხილვა მიდმინარე თვის დასაწყისში დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოყენებაზე ევროპული სააგენტოს დასტური არ არსებობს, ევროკავშირის წვერმა უნგრეთმა მისი გამოყენება უკვე დაიწყო.

„Sputnik V”-ს დოზებზე შეკვეთა უკვე გააკეთა ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. ოფიციალური პრაღა და ბრატისლავა აცხადებს, რომ ისინი ვაქცინის შესახებ ევროპული მარეგულერბლის დასტურს არ დაელოდებიან.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მონაცემებით, “Sputnik V” უკვე დარეგისტრირებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში. დმიტრევის განცხადებით კი, თავად რუსეთში 15 მარტის მონაცემებით, ვაქცინა 3.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

სააგენტო „როიტერი“ კი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი „Sputnik V”-ს დეველოპერებთან მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს. ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა საჯაროდ უარყო რუსული ვაქცინის მომარაგების გლობალური კამპანია, როგორც არასასრუველი რეჟიმის პროპაგანდისტული ნაბიჯი.

ევროკავშირს შეთანხმება აქვ ვაქცინის 6 დასავლურ მწარმოებელთან. ამათგან ბლოკმა მოხმარებისთვის ოთხი უკვე დაამტკიცა, თუმცა წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, ვაცინაციის პროეცი შეფერხდა. ამიტომ, კავშირის წვერი ზოგიერთი ქვეყანა გამოსავალს დამოუკიდებლად ეძებს.

თუ ევროკავშირის ვაქცინის „არსენალს“ “Sputnik V” დაემატება, ეს რუსეთის დიპლომატიური ტრიუმფი იქნება. რუსეთის ვაჭრობა ევროკავშირთან, წლების განმავლობაში შეფერხებულია ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG