ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მეთაურობით ყირგიზეთში სამხედრო წვრთნა, ავღანეთზე რეაგირების მიზნით დაიწყო


რუსეთის მეთაურობით მოქმედმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) დღეს ყირგიზეთში სამდღიანი სამხედრო წვრთნა დაიწყო. ორგანიზაციამ "რუბეჟი-2021" წვრთნის საჭიროება, მოსაზღვრე ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე რეაგირების აუცილებლობით ახსნა. თუმცა, თალიბანი, რომელიც დღეს ავღანეთს აკონტროლებს ამბობს, რომ მეზობელ ქვეყნებს საშიშროებას არ შეუქმნის.

სამხედრო წვრთნებზე ყურადღება გამახვილდება ავღანეთიდან არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების შესაძლო უკანონო შემოჭრაზე და მათ ეფექტურ დაბლოკვა-განეიტრალებაზე. 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ცენტრალური სამხედრო უბნის პრესსამსახური ამბობს, რომ ყაზახეთის "ედელვაისის" პოლიგონზე დაწყებულ წვრთნაში მონაწილეობენ რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის სამხედრო ქვედანაყოფები, ასევე - CSTO-ის გენერალური შტაბის და ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები.

წინასწარი ინფორმაციით, წვრთნებში ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალებიც უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. თუმცა, მათ ბოლო მომენტში უარი თქვეს მონაწილეობაზე და ამის მიზეზი არ დაუსახელებიათ - აცხადებს ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნურლან კირიშიევი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG