რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი „გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი მედლით" დააჯილდოვა. მიზეზად საბჭოთა ჯარისკაცების მიმართ გამოხატული პატივისცემა დასახელდა. ეს ინფორმაცია ფხენიანში რუსეთის საელჩომ "ფეისბუკით" გაავრცელა.
„რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, სახელმწიფო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კიმ ჩენ უნს მედალი გადაეცა პირადი ღვაწლისათვის, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაღუპული და დაკრძალული საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებისა და ხსოვნისადმი პატივისცემაში გამოიხატა,“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთის ელჩმა ალექსანდერ მაცეგორამ მედალი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს ფხენიანში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე გადასცა.
Facebook Forum