ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული რეაქტორი ხანძარს გადაურჩა


რუსეთში 500-მდე ხანძარი ისევ მძვინვარებს, მაგრამ სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მალე აგრილდება.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მეხანძრეები წარმატებით ებრძვიან ტყის ხანძრებს. ამ ფონზე კი, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსკოვში რეკორდული სიცხეები მალე დასრულდება.

საგანგებო ვითარებათა სამინისტროს განცხადებით, რუსეთში 500 ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს. კვირას ცეცხლი 53 ათას ჰექტარზე იყო გავრცელებული, ორშაბათისთვის კი მეხანძრეებმა ამ მასშტაბის 46 ათას ჰექტარამდე შემცირება შეძლეს.

ასევე ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ქალაქ საროვში მდებარე ბირთვული ობიექტის გარშემო ხანძარის გავრცელების საშიშროება აღარ არის.

XS
SM
MD
LG