ამ კვირაში, ქალაქ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიან კონფერენციაზე ათობით აფრიკული ქვეყნის ლიდერს უმასპინძლებს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს აფრიკელი ლიდერების რუსეთში პირველი დიდი შეკრება იქნება.
უმაღლესი დონის შეხვედრა სოჭის ოლიმპიურ პარკში ჩატარდება, რომელიც 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა და 1.5 მილიარდი დოლარი დაჯდა.
კრემლის ოფიციალური პირების მოსაზრებით, ეს ღონისძიება ხაზს უსვამს აფრიკის კონტინენტიდან რუსეთის უკანდახევის შეტრიალებას და აჩვენებს, რომ ქვეყანა უმოქმედო მსოფლიო დონის სახელმწიფო აღარ არის.
პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გასულ კვირაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფრიკა ძალიან მნიშვნელოვანი კონტინენტია და რუსეთს შეუძლია აფრიკის ქვეყნებს ურთიერთ ხელსაყრელი თანამშრომლობა შესთავაზოს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ კონტინენტზე რუსეთის ყოფნა უმნიშვნელო იყო. წლების მანძილზე მოსკოვი რეგიონის მიმართ აქტიურ ყურადღებას არ იჩენდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძველი კავშირები გაცოცხლებას და ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს.