ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული მედია: რუსეთი დაკავებულ რუს-გერმანელ ადვოკატს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს


რუსეთმა ორმაგი, რუსულ-გერმანული მოქალაქეობის მქონე ადვოკატი გერმან მოიჟესი სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ტასის'' მიხედვით, მოიჟესი დაეხმარა რუსეთის მოქალაქეებს ევროპული ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში. სააგენტოს ცნობით, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში. მამაკაცი იქ სანკტ-პეტერბურგის საპატიმროდან გადაიყვანეს .

სასამართლო პროცესის ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მოიჟესი უერთდება რუსეთში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ორმაგი მოქალაქეების მზარდ სიას, რომლებიც უკრაინის ომის ფონზე მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კრიზისში მოექცნენ.

მოიჟესი, რომელიც ნაწილობრივ გერმანიაში გაიზარდა, სრულწლოვანებისას რუსეთში დაბრუნდა. 2023 წლის მაისის ბოლოს კი ის სანკტ-პეტერბურგში დააკავეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბერლინმა იცის მოიჟესის საქმის შესახებ და რომ საელჩო მოსკოვში მყოფ მის ოჯახს ეკონტაქტება.

სამშობლოს ღალატში ბრალდებისთვის დაკავებულს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს რუსეთში, სადაც მძიმე დანაშაულისთვის გამამართლებელი განაჩენი იშვიათია.

XS
SM
MD
LG