რუსეთის სასამართლომ ორშაბათს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დრამატურგს და თეატრის რეჟისორს "ტერორიზმის გამართლებისთვის". უფლებადამცველების თქმით, ამან აჩვენა რუსეთის შეუწყნარებლობა ხელოვნების თავისუფლების მიმართ.
39 წლის რეჟისორი ჟენია ბერკოვიჩი და 44 წლის დრამატურგი სვეტლანა პეტრიჩუკი, გასული წლის მაისში დააკავეს სპექტაკლ "ფინისტი, მამაცი ფალკონი" დადგმის გამო. ნაწარმოები რუს ქალებზეა, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე ქორწინდებიან.
ეს საქმე რუსი კულტურის მოღვაწეების წინააღმდეგ წარმოებული ყველაზე ცნობილი შემთხვევაა მათი ნამუშევრების შინაარსის გამო, მას შემდეგ რაც მოსკოვმა უკრაინაში 2022 წელს ომი დაიწყო. ორივე დაკავებული ბრალს უარყოფს.
შვიდკვირიანი სასამართლო პროცესი სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერებმა და რუსეთის მხატვრულმა საზოგადოებამ დაგმო და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
დაცვის ადვოკატმა ქსენია კარპინსკაიამ პირობა დადო, რომ გაასაჩივრებს განაჩენს. ”ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მცირე იმედი გვაქვს. მინდა იცოდეთ, რომ ისინი აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან. დახურულ სხდომაზე ახალი არაფერი მომხდარა", - განაცხადა მან.
მაისის ბოლოს, სასამართლო პროცესის დასაწყისში, ბერკოვიჩმა და პეტრიიჩუკმა განაცხადეს, რომ სპექტაკლი დადგეს იმიტომ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ტერორიზმს და მხარს არ უჭერენ მას.