პირი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 40-ე პრეზიდენტს თავს დაესხა სასჯელისგან უპირობოდ გათავისუფლდება. საუბარია ჯონ ჰინკლზე რომელმაც 1981 წელს პრეზიდენტ რეიგანს ესროლა. ჰინკლმა მაშინ პრეზიდენტთან ერთად კიდევ სამი სხვა ადამიანი დაჭრა.
„ამდენი წლის შემდეგ მე ვაპირებ გავათავისუფლო ბატონო ჰინკლი,“- განაცხადა ვაშინგტონის ოლქის მოსამართლემ, პოლ ფრიდმანმა. მოსამართლე ამბობს, რომ ჰინკლის ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
2016 წელს მოსამართლე პოლ ფრიდმანმა ჰინკლის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვების უფლება მისცა, თუმცა ბრალდებულს შეზღუდული ჰქონდა ინტერნეტის გამოყენება და მოგზაურობის უფლება.
დღეს მოსამართლეს მიაჩნია, რომ ფრიდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები „რემისიაშია“ და შეზღუდვების სრული მოხსნა დასაშვებია.
პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდამსხმელის გათავისუფლების მომხრეა ფედერალური პროკურორიც. კაისი ვენსტონმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჰინკლი სასჯელისგან უნდა განთავისუფლდეს. თუმცა პროკურორი ამბობს, რომ ახლა როცა ჰენკლის დედა გარდაიცვალა და ის დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობს, საჭიროა მასზე მონიტორინგი, 2022 წლის ივნისამდე, გაგრძელდეს.
ბრალდებულმა, ჯონ ჰინკმა 1981 წელს, ვაშინგტონში, პრეზიდენტ რეიგანს ესროლა. ერთი ვერსიით ეს ჰილნკლიმ, მსახიობზე ჯუდი ფოსტერზე შთაბეჭდილების მოსახდენად გააკეთა. სროლის დროს პრეზიდენტის ფილტვი დაზიანდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ამერიკის პრეზიდენტი მალე გამოჯანმრთელდა. პრეზიდენტთან ერთად მაშინ თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეიმს ბრედი, საიდუმლო სამსახურის აგენტი ტიმოთი მაკარტი და ვაშინგტონის პოლიციის თანამშრომელი ტომას დელჰანტი დაშავდნენ. ბრედის ჭრილობამ მას გადაადგილების უნარი შეუზღუდა, ის 33 წლის შემდეგ, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ცალკეულ შტატში, კანონმდებლობა შეიცვალა და ბრალდებულისთვის ფსიქიკური აშლილობის მიზეზით, პატიმრობის თავიდან არიდების შესაძლებლობა გაუქმდა.
Პრეზიდენტ რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდმა ჰინკლის უპირობო გათავისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჰინკლი კლავ რჩება საფრთხედ მისი გარშემომყოფებისთვის.
Facebook Forum