აშშ-ის კონგრსმენი რონ პოლი საპრეზიდენტო მარათონს უბრუნდება და აცხადებს, რომ ის კამპანიის მიმართულებას ცვლის. ტეხასის წარმომადგნელმა დღეს ასევე დასძინა, რომ პრაიმერებზე ის ფულის დახარჯვას აღარ აპირებს და დელეგატების ხმების მოპოვებას რესპუბლიკელთა საყოველთაო ყრილობაზე შეეცდება.
რონ პოლმა ასევე დასძინა, რომ მალე ის დელეგატების ხმების მოპოვების ახალ სტრატგიას გამოაქვეყნებს, რათა ყრილობაზე რესპუბლიკური პარტიის წევრების წინაშე ძლიერი გზავნილით წარსდგეს. პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის რონ პოლს 1144 დელეგატის ხმა სჭირდება. რომნის 973 ხმა აქვს. რონ პოლს კი 104.