რამდენიმე ასეულმა ყოფილმა უკრაინელმა პოლიციელმა კიევში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა. პენსიაში გასული ყოფილი სამართალდამცავები მთავრობას მათი პენსიების გაზრდას სთხოვენ.
ყოფილი პოლიციელების საპროტესტო დემონსტრაცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა. პარლამენტის სესიის დაწყების შემდეგ მომიტინგეებმა გარე ბარიერი გაარღვიეს და პარლამენტს მიუახლოვდნენ, საიდანაც ისინი მოქმედმა სამართალდამცავებმა უკან გაიყვანეს. ამის შემდეგ მომიტინგეებმა ქუჩა გადაკეტეს და სამთავრობო შენობის პიკეტირება მოაწყეს.
ყოფილი პოლიციელების დემონსტრაციას ერთი დღით წინ უსწრებდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოულოდნელი გადადგომა. არსენ ავაკოვმა, რომელიც უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს 2014 წლის შემდეგ ხელმძღვანელობდა, თანამდებობა განმარტების გარეშე დატოვა.
Facebook Forum