ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა ზაზა გახელაძე


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა გატაცებული და დაკავებული, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ეს ინფორმაცია, ოკუპირებული ცხინვალის, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გავრცელდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, განკარგულება ძალაში დღეიდან შედის.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს.

წელს, 5 ივლისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გატაცებების ახალი ტალღა შიდა ქართლში
გატაცებების ახალი ტალღა შიდა ქართლში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG