ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედოფალი პრემიერ ჯონსონის ინიციატივას ბლოკავს


დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა დაამტკიცა ზომა, რომელიც დაბლოკავს პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონის ევროკავშირიდან გასვლის ინიციატივას, თუკი ეს ბლოკთან შეთანხმების გარეშე მოხდება. ბრიტანეთს ევროპის კავშირთან შეთანხმების მიღწევისთვის საბოლოო ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. დედოფლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გასულ კვირას, ბრიტანეთის პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცება.

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა პოსტი ივლისში დაიკავა. მანამდე, პარლამენტმა სამჯერ უარყო ექსპრემიერ ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული გეგმა ევროკავშირიდან გააასვლის შესახებ. ამასთან ერთად, თემთა პალატის კანონმდებლები ვერც ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებებზე ჩამოყალიბდნენ და არც ის აქვთ გადაწყვეტილი, თუ როგორ მოგვარდება სადავო სასაზღვრო საკითხები ევროკავშირს, დიდი ბრიტანეთის წევრ ჩრდილოეთ ირლანდიას ან ევროკავშირის წევრ ირლანდიას შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG