ინდონეზიის პრეზიდენტის განცხადებით, ბალიში "დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მონაწილეობის მიღებას გეგმავენ. სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
ჯოკო ვოდოდოს განცხადებით, დიდი ოცეულის სამიტზე, მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკიც. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა "დიდი ოცეულის" წევრი არ არის. ამ დროისთვის უცნობია, რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას ზელენსკი შეხვედრაში: ჩავა ინდონეზიაში თუ მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს.
"დიდი ოცეულის" სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მოითხოვეს.
რაც შეეხება ჩინეთის პრეზიდენტს, მას პანდემიის შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა იყო იშვიათი გამონაკლისები, გასულ თვეს სი ძინპინმა ჩინეთიდან ჰონგ-კონგში მატარებლით იმოგზაურა.
"დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთის დასწრების საკითხი პრობლემურია: უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ არართი ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ შესაძლოა სამიტზე პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, თავად მასში მონაწილეობა აღარ მიიღონ.
ინდონეზია ცდილობს ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოს, რის გამოც ჯოკო ვოდოდო როგორც კიევში, ასევე - მოსკოვში იმყოფებოდა.
გარდა უკრაინაში რუსეთის ომისა, "დიდი ოცეულის" სამიტი ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზეც გაიმართება. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ტაივანში ჩავიდა. უთანხმოების მიზეზებს შორისაა ტაივანის სტატუსი და ჩინეთის პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
Facebook Forum