ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ბაშარ ალ-ასადს კრემლში უმასპინძლა


სირიის ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში იმყოფება და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს რუსეთის მთავრობა ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, პუტინისა და ასადის შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ასადი ამბობს, რომ ვითარების ესკალაციაა მოსალოდნელი.

„მე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, რა ვითარებაა რეგიონში და როგორ ვითარდება მოვლენები,“- ჰკითხა პუტინმა ასადს. „სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ტენდენცია ესკალაციის მიმართულებით, რომელსაც პირდაპირი გავლენა ექნება სირიაზე“.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პუტინმა ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა, იმ ფონზე, რაც მსოფლიოში და რეგიონში ხდება.

„იმის გათვალისწინებით, რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში და ევრაზიის რეგიონში, ჩვენი შეხვედრა ჩანს ძალიან მნიშვნელოვნად, რათა განვიხილოთ ეს მიმდინარე პროცესები და შესაძლო სცენარები“,- უთხრა ასადმა პუტინს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG