ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შედგება თუ არა დასავლეთს და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა?


Russia High Crimes
Russia High Crimes

ამერიკული მედიის ცნობით დღის განმავლობაში შესააძლოა დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა მოხდეს. ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ეს დიდი ალბათობით იქნება „ისტორიაში ყველაზე დიდი“ პატიმრების გაცვლა.

ბრიტანული „როიტერის“ ინფორმაციით პატიმრების გაცვლა დღეს შედგება და ერთი მხრივ რუსეთი და ბელარუსი გაათავისუფლებენ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს საპატიმროებიდან, მეორეს მხრივ კი რუსეთს პატიმრებს გადასცემს ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და სლოვენია.

ამერიკული სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ პატიმრების გაცვლის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. უცნობია ის თუ რა ტერიტორიაზე ხდება „ისტორიაში“ ყველაზე დიდი პატიმრების გაცვლის პროცესი. არსებული ინფორმაციით, პატიმრების გაცვლის პროცესი თურქეთის დაზვერვის კოორდინაციით ხდება.

ამ დროისთვის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ამერიკული მედიის ცნობით პატიმრების გაცვლის შედეგად შესაძლოა გათავისუფლდნენ შემდეგი პირები: „უოლ სთრით ჯოურნალის“ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ უილანი, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რუსი პოლიტიკოსი და პუტინის კრიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, ასევე გერმანიის 12 გერმანიის მოქალაქე.

ამერიკული მედიის ცნობით პატიმრების გაცვლის პროცესში, რუსეთში დაბრუნდებიან ვადიმ კრასიკოვი, ის ამერიკის შეერთებული შტატებში იხდის სასჯელს, არტემ ვიკტოროვიჩი რომელიც აქამდე სლოვენიაში იხდიდა სასჯელს, სლოვენიიდან რუსეთში დაბრუნდება კიდევ ერთი მსჯავრდებული ანა ველერენვა დულტსევა, ნორვეგიიდან რუსეთში დაბრუნდება მიხაილ მიკუშინი, პოლონეთიდან პაველ რუბსტოვი, რომან სალეზნევი ამერიკიდან, მსჯავრდებული ვლადისლავ კლუშინსაც და ვადიმ კონოშჩენოკსაც ამერიკა რუსეთს გადასცემს.

სააგენტო „როიტერი“ „ფლაირადარ24“-ზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთმა პატიმრები გადაიყვანა კალინინგრადში დაეშვა, რომელიც პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. თვითმფრინავი, რომელსაც „როიტერი“ ადევნებდა თვალს, წარსულში პატიმრების გაცვლის პროცესში იყო ჩართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG