ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა შესაძლოა ვაშინგტონში ვიზიტი გააუქმოს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შესაძლოა ვაშინგტონში მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ამ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა გასულ საუკუნეში მომხდარ სომეხთა მასობრივი მკვლელობის "სომეხთა გენოციდად" ცნობას.

ერდოღანი ვაშინგტონს დონალდ ტრამპის მოწვევის თანახმად, 13 ნოემბერს უნდა ესტუმროს. თუმცა, გასულ კვირას გამართულმა კენჭისყრამ, ამასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. თურქული წყაროები ამბობენ, რომ ტრამპსა და ერდოღანს მაინც ძლიერი კავშირი აქვთ, მიუხედავად კონგრესის რისხვისა სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებული ქმედებების და რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის იარაღის შესყიდვის გამო.

თურქეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, კონგრესის კენჭისყრამ სერიოზული ჩრდილი მიაყენა ორი ქვეყნის კავშირებს და ამის გამო პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეიტლება ჯერ მიღებული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG