ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკოს სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს


უკრაინის პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავებას ითხოვს, სახელმწიფო ღალატის და პრორუსი სეპარატისტების დაფინანსების ბრალდებით. აღნიშნულის შესახებ, პარასკევს, პოროშენკოს პარტიის წევრმა დეპუტატმა განაცხადა.

„შობის წინა დღეს, გენერალური პროკურორის ოფისმა დაადასტურა ინფორმაცია... რომ გენერალური პროკურატურა დაეთანხმა წინადადებას, მოითხოვოს პოროშენკოს დაკავება, სავარაუდოდ 1 მილიარდი ჰრივნიას (37 მილიონი დოლარი) გირაოს ოდენობით“, - განაცხადა ირინა გერაშჩენკომ „ფეისბუქზე“.

პროკურატურა აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ორშაბათს, სახელწიფო გამოძიების ბიურომ განაცხადა, რომ პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების „აქტივობების დახმარებაში“, რაც რუს ოფიციალურ პირებს უკავშირდება. თუმცა, პროკურატურას არ უთქვამს, რომელ ჯგუფზეა საუბარი.

პოროშენკომ აღნიშნულზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით წარმართული პროცესია. გერაშჩენკო აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ეს საქმე, პოლიტიკურად მოტივირებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG