ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი რუსეთის პატრიარქს ყაზახეთში არ შეხვდება


პაპი ფრანცისკე კანადაში
პაპი ფრანცისკე კანადაში

ყაზახეთში ვიზიტის დროს, რომის პაპი ფრანცისკე არ შეხვდება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს. სექტემბერში ყაზახეთში მსოფლიოს სასულიერო ლიდერების დიდი თავყრილობა იმართება, რომელზეც ორივე ჩადის. ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია" ავრცელებს.

რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში პატრიარქ კირილეს შემდეგ მეორე ყველაზე გავლენიანმა პირმა, მიტროპოლიტმა ანტონმა სააგენტო "რიას" უთხრა, რომ მათი შეხვედრის საკითხი არც კი განიხილება. მიტროპოლიტი ანტონი უცხოეთთან ურთიერთობებს კურირებს. სწორედ ის წარმართავდა აგვისტოს დასაწყისში მოლაპარაკებებს პაპ ფრანცისკესთან.

რუსეთის პატრიარქი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა. ის უკრაინაში რუსეთის შეჭრას აქტიურად უჭერდა მხარს.

პაპი ფრანცისკე ყაზახეთში 13-დან 15 სექტემბრამდე დარჩება. რომის პაპმა, რომელიც მანამდე მაქსიმალურად არიდებდა თავს რუსეთის შესახებ უშუალო კომენტარს და უმეტესად მინიშნებებს აკეთებდა, ივნისში მოსკოვს უკრაინაზე "შეიარაღებულ თავდასხმაში, ექსპანსიონიზმში და იმპერიალიზმში" დასდო ბრალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG