დღეს გამოქვეყნებული ეპისტოლეს თანახმად, პაპმა ფრანცისკემ, აბორტის შენდობის უფლება ყველა კათოლიკე მღვდელს გაუგრძელა.
ეს უფლება დროებით არსებობდა და შენდობის წმიდა წლის მილევასთან ერთად უნდა დასრულებულიყო, ახლა ის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.
აბირტის შენდობის უფლება ადრე მხოლოდ ეპისკოპოსებს ან განსაკუთრებულ აღმსარებლებს ჰქონდათ.
თუმცა პაპმა ხაზი გაუსვა, რომ „აბორტი სასიკვდილო ცოდვაა, რადგან ის უცოდველ სიცოცხლეს ამთავრებს“, მაგრამ იქვე დაამატა, „არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთის შენდობა ვერ მისწვდება და ვერ განაქარვებს, თუ იპოვის მომნანიებელ გულს, რომელსაც მამაზეციერთან შერიგება სურს“.