ამერიკის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელთან, რომელიც ნიუ-იორკში უნდა შემდგარიყო გადაიდო.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრა “მოგვიანებით გაიმართება. ჩვენ მაშინ შევიკრიბებით, როცა განრიგში თანხვედრა გვექნება.” განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.
პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნის უფროს მრჩეველს მოლაპარაკების საწარმოებლად უნდა შეხვედროდა.
კვირის დასაწყისში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათ “სინგაპურის სამიტის ერთობლივი განცხადების ოთხ ძირითად პუნქტთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე” უნდა ესაუბრათ. ამ განცხადების მთავარი მიზანი კი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა და ეტაპობრივი შესრულება იყო.
Facebook Forum