აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ოთხშაბათს ერაყში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ადელ აბდულ-მაჰდის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
პომპეო ახლო აღმოსავლეთში ერთ კვირას დაჰყოფს. მისი ვიზიტის მთავარი მიზანი, სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლის გადაწყვეტილების პარალელურად, მოკავშირეების თანადგომაში დარწმუნებაა. ამერიკის პირველი დიპლომატი ასევე ეცდება ახლო აღმოსავლეთის ქევყნებისგან მხარდაჭერა მოიპოვოს ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ერაყის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას, პომპეომ აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები გააგრძელებს ერაყის უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას და ერაყის უსაფრთხოების ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობას.“
Facebook Forum