გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მსხვერპლის 200-ზე მეტი მასობრივი საფლავია ნაპოვნი. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასიდან 12 ათასამდე იქნება.
გაერო მომავალში კიდევ უფრო მეტი მასობრივი სასაფლაოს პოვნას არ გამორიცხავს. დაჯგუფება იმ ტერიტორიებს, სადაც საფლავებია განლაგებული, 3 წელიწადზე მეტ ხანს აკონტროლებდა. დაღუპულთა შორის, ერაყის საჯარისო ნაწილების მებრძოლებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან.
გვამების ამოცნობის და მათი ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესს ბევრი ობიექტური მიზეზი ართულებს. გაეროს ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას ტექნიკურ დახმარებს სთხოვს, რათა ადეკვატური პროცედურები დაიგეგმოს და განხორციელდეს.
Facebook Forum