აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომეხ და აზერბაიჯანელ პირველ პირებს ესაუბრა, მთიანი-ყარაბაღის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ.
განცხადება პრესსპიკერს მორგან ორტაგუსს ეკუთვნის. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევსა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადებული პირობები და აღებული ვალდებულებები.
ასევე, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით, დიპლომატიური გადაწყვეტილებისთვის იღვაწონ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა 10 ოქტომბერს და შემდეგ პარიზში აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტის სრულად დაცვას.
Facebook Forum