ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება 


"არჩევნები გაყალბებულია" ამ იდეის გარშემო თბილისში რამდენიმე წუთის წინ საპროტესტო გამოსვლა დაიწყო. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებმა საპროტესტო კარავის გაშლა სცადეს, რასაც ტერიტორიაზე არეულობა მოჰყვა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარავი ჩამოართვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე გრძელდება დაძაბული ვითარება. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, პოლიციისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ მოხდა კარვის ჩამორთმევა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გეგმავენ ტერიტორიაზე ახალი კარავი მიიტანონ და პარლამენტის წინ გაშალონ.

"კარავი დამიბრუნე ახლავე, ან ოქმი შედგეს,"- ამბობს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

პარალელურად პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მზადყოფნას გამოთქვამს, „კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ“ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით.

აქვე პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია - დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას - აცხადებენ ისინი.

ერთი დღით ადრე, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისაკენ და რადიკალიზაცისაკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

"ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

პარალელურად "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარტიაში მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.

უკვე ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG