რუსეთში, ამურის რეგიონში ამ დრომდე ეძებენ 13 მაღაროელს, რომლებიც უკვე კვირაზე მეტია მაღაროში იმყოფებიან. მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. კონტაქტი მაღაროელებთან მას შემდეგ შეწყდა, რაც მაღაროს ერთი ნაწილი ჩამოწოლილი მეწყერის გამო ჩაინგრა.
უცნობია ცოცხლები არიან თუ არა მაღაროელები. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე რთული ვითარებაა, სამაშველო ბრიგადები ახლოს მდებარე რეგიონებიდანაც გაგზავნეს.
პარალელურად ცნობილი ხება, რომ რუსმა სამართალდამცავებმა მაღაროს დირექტორი დააკავეს. მისი სახელი და გვარი არ ხმაურდება. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულს მაღაროში უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ედავებიან.
მაღარო, სადაც ინციდენტი მოხდა, რუსეთის უმსხვილეს ოქროს მომპოვებელ კომპანიას ეკუთვნის.
Facebook Forum