25 მარტს, ორი პოლონელი სამხედრო ინჟინერი ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ობიექტზე მიმდინარე წვრთნების დროს დაიღუპა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსხვერპლი ტროტილის აფეთქებას მოჰყვა.
თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსნიაკ-კამიშინმა, ინციდენტი დაადასტურა. „ამ ტრაგიკულ მომენტში, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ჯარისკაცების ოჯახებთანაა“ - დაწერა თავდაცვის მინისტრმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.
ინციდენტს, მიმდინარე თვეში, წინ უსრებდა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დრაუსკო-პომერანიაში მომხდარი კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა. მაშინ, სამხედრო წვრთნის დროს, ორ ჯარისკაცს, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებამ გადაუარა. ორივე მათგანი გარდაიცვალა.