ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პისტორიუსის გახმაურებული პროცესი განახლდა


სამხრეთ აფრიკელ პარალიმპელ მორბენალს ბრალად მეგობარი გოგონას, ტელევარსკვლავ -რივა სტინკემპის- მკვლელობა ბრალდება

სამხრეთ აფრიკაში პარალიმპურ თამაშებში მორბენალი -ოსკარ პისტორიუსის- გახმაურებული სასამართლო პროცესი განახლდა. გასულ წელს მას ბრალად მეგობარი გოგონას მკვლელობა წარუდგინეს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში პისტორიუსს სამუდამო პატიმრობა ელის.

ეჭვმიტანილი სპორტსმენი, რომელსაც ხელოვნური ფეხები აქვს, დღეს პრეტორიის სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. მორბენალის ჩვენების მიხედვით, ის შუაღამისას ხმაურმა გააღვიძა. პისტორიუსს ეგონა, რომ აბაზანაში ქურდი იმყოფებოდა და დახურულ კარს რამდენიმე ტყვია ესროლა. კარის მიღმა კი მისი შეყვარებული, ცნობილი ტელევარსკვლავი -რივა სტინკემპი- იყო, რომელიც პისტორიუსს საწოლში ეგულებოდა. პროკურორები მეზობლების ჩვენებებზე დაყრდნობით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გასროლა წყვილს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ მოხდა. მეზობლების ჩვენებით, სროლამდე სახლიდან ხმამაღალი კამათი ისმოდა.
XS
SM
MD
LG