სამხრეთ აფრიკელი ოლიმპიელი ათლეტის ოსკარ პისტორიუსის ოჯახური დრამა გრძელდება. პისტორიუსს მისი მეგობარი ქალი რივა სტინკემპის მკვლელობაში ედება ბრალი. ოსკარის უფროს ძმას ასევე მკვლელობის ბრალდებით მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა. მას 2008 წელს იოჰანესბურგთან საავტომობილო კატასტრობაში მოტოციკლეტისტის მკვლელობა ედება ბრალად.
ადგილობრივმა მედიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ კარლ პისტორიუსი სასამართლოში გასულ კვირას გამოცხადდა, მაგრამ მისი საქმის მოსმენა მარტისთვის გადაიდო.
კარლ პისტორიუსის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული მწუხარებას გამოთქვამს უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, ავარიის შემდეგ პოლიციის მიერ ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ავტოკატასტრობის დროს პისტორიუსი ალკოჰოლის გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდა.