პერუში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჩინეთის “სინოფარმის”“კოვიდ-19” ვაქცინის ორი დოზა 50.4 პროცენტით ეფექტური იყო პერუს ჯანდაცვის მუშაკებში, როდესაც ქვეყანაში ვირუსის ვარიანტებით გაძლიერებული ინფექციების მკვეთრი ზრდა მოხდა. კვლევაზე დაყრდნობით, დამატებითი დოზების საკითხს განიხილავენ.
კვლევა ეხებოდა “სინოფარმის” BBiBP-CorV ვაქცინას. შეისწავლეს მონაცემები თებერვლიდან ივნისამდე, როდესაც პერუ ინფექციების სასტიკ მეორე ტალღას ებრძოდა, რომელიც კორონავირუსის “ლამბდა” და “გამა” ვარიანტებით იყო გაძლიერებული. კვლევაში მონაწილეობდა მედიცინის 400 ათასამდე მუშაკი, რომელიც წინა ხაზზე მუშაობდა.
მედიცინის მუშაკთა უმეტესობამ ვაქცინის ორი დოზა მიიღო.
ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის კამბოჯამ და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ჩინური ვაქცინით აცრილებს, განმეორებით, გამაძლიერებელ დოზად “ასტრა ზენეკას” და “ფაიზერის” ვაქცინები შესთავაზა.
Facebook Forum