ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენღაზის საკონსულოზე თავდასხმის დეტალები


პენტაგონი ადასტურებს, რომ ვერ მოახერხეს ევროპაში არსებული ძალების მობილიზება

პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული მასალები ადასტურებს, რომ ამერიკელებმა 11 სექტემბერს ბენღაზის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ერთი საათის დაგვიანებით შეიტყვეს, მაგრამ ვერ მოახერხეს ევროპაში არსებული ძალების მობილიზება ამერიკის მოქალაქეების, მათ შორის ლიბიაში შეერთებული შტატების ელჩის გადარჩენის მიზნით.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ და მისმა სამხედრო მრჩეველმა თავდასხმის დაწყებიდან 50 წუთის შემდეგ იცოდნენ მომხდარის შესახებ, თუმცა სანამ თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან ამ შემთხვევას გაიხილავდნენ კიდევ 30 წუთი გავიდა და ძვირფასი დრო დაიკარგა. ბენღაზის ახლომახლო კი ამერიკელებს არანაირი შეაიარაღებული ძალა არ გააჩნდათ დროული რეაგირებისთვის.
XS
SM
MD
LG